შპს "მენეჯმენტ სერვისს" დაყადაღების საფრთხე ემუქრება. როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე "მენეჯმენტ სერვისის" დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და სანდრო ბარამიძემ განაცხადეს, კომპანია ვერ მოახერხებს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული 5 მილიონამდე ლარის ჯარიმის გადახდას.
"მენეჯმენტ სერვისის" დირექტორის ბესიკ დემეტრაშვილის განცხადებით, ჯარიმის გადახდის ვადა 15 ივნისს იწურება, "მენეჯმენტ სერვისი" კი ჯარიმას ვერ გადაიხდის და შესაბამისად, კომპანიას დააყადაღებენ.
შეგახსენებთ: კონტროლის პალატამ შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი" 4 760 190 ლარით დააჯარიმა.