"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ტრადაციონალისტთა კავშირთან" რაიმე სახის კონსულტაციებს უარყოფს. ამის შესახებ მან გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ჯონდი ბაღათურია აკაკი ასათიანთან და "სახალხო კრებასთან" ერთად ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებას გეგმავს.
ბაღათურიას მტკიცებით, "ტრადაციონალისტთა კავშირის" თავმჯდომარე აკაკი ასათიანთან არანაირი დიალოგი არც აქამდე ჰქონია და არც მომავალში აპირებს.
რაც შეეხება "სახალხო კრებასთან" და "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებს, ბაღათურია აცხადებს, რომ მათთან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს.
"ჩვენ კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. "ქართულ დასის" პოზიცით, უმჯობესია ერთი ოპოზიციური ფრონტი შეიქმნას, ერთი დიდი საარჩევნო ბულდოზერი, რომლის დანიშნულება იქნება პოლიტიკური მოედანი გაწმინდოს იმ ნაგვისაგან, რომელიც ამ მოედანზე დაგროვდა", - დასძინა ბაღათურიამ.