1-ელ ივნისს, 16:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, თოჯინების ექსპოზიცია. გამოიფინება ორმოცდაშვიდი თვითნასწავლი ოსტატის 250 ნამუშევარი (ცვილის, ფაიფურის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, გონჯა, მარიონეტი, ორიგინალური ჟანრი).
გამოფენაში მონაწილეობენ თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი დამზადებული თოჯინებითა და დეკორაციებით წარმოადგენენ მარიონეტების სპექტაკლებს.
17:00 საათზე დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში ჩატარდება ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი, ფოლკლორის ეროვნული სკოლის საანგარიშო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი"ლაშარელა" (ხელმძღვანელები: ვასილ კორნიენკო, უჩა პატარიძე, ლევან ჟღენტი) და გოგონათ ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი ელზა გაუარაშვილი).
ფოლკლორის ეროვნული სკოლა მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარით წარსდგება მსმენელთა წინაშე, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და დასაკრავები.
ფოლკლორის ეროვნული სკოლის პრიორიტეტია ავთენტურობა,ხალხური სიმღერებისა და საკრავიერი მუსიკის ტრადიციული შესრულება (დიატონური საკრავები).