თბილისის მერი პენსიონერ ქალბატონთან, 74 წლის გულნარა ბერიძესთან ერთად, თვალის კლინიკას ესტუმრა და ექიმისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პაციენტს დღეს ყველა ის გამოკვლევა ჩაუტარდა, რაც თვალის ოპერაციისთვის არის საჭირო. გიგი უგულავამ პენსიონერი გუშინ გლდანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაიცნო და სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროექტის დეტალები განუმარტა, ხოლო მის ამოქმედებამდე ოპერაციის გაკეთებას მერიის უფასო ოპერაციების პროგრამის დახმარებით დაპირდა. ქალბატონ გულნარას კატარაქტის ოპერაციას ორ დღეში გაიკეთებს.