პირველ კვარტალში, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში 32%-ით მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკoloz გილაურმა გააკეთა.
"სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების სახით 230 მილიონი დოლარი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის პირველ კვარტალს. გასული წლის პირველ კვარტალში ჯამში იყო 174 მილიონი დოლარი. წელს ეს ricxvi შეადგენს 230 მილიონ დოლარს, რაც ძალიან კარგი ზრდაა. ეს maCvnebeli არის პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული სამუშაო ადგილების შექმნასთან, ანუ პირდაპირი ინვესტიციები არის ის თანხა, რომელიც საქართველოში შემოდის უცხოეთიდან, აქ რეალურად ხდება ახალი საწარმოების შექმნა ან ძველი საწარმოების რეაბილიტაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება", - აღნიშნა გილაურმა.
პრემიერის თქმით, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ჯამში გვქონდა 1 მილარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციები.
"პირველი კვარტალი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მერე სეზონურობის გამო ეს მაჩვენებელი იზრდება. შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გაიზრდება და წლევანდელი წლის მონაცემებით პირდაპირი ინვესტიციები 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს", - განაცხადა გილაურმა.