შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქ. ფოთში ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე ტაჰირ კამალის ძე აჰმადოვი დააკავეს, რომელმაც 2011 წლის 11 ნოემბერს პანამის დროშით მცურავ გემ "TARIK EMIRI"-თ ეკიპაჟის წევრებთან ერთად ჯგუფურად დაარღვია აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლის წესები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლით.