მაშველებმა ჭუბერში, მდინარეში გადავარდნილი მანქანა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით ჯერ-ჯერობით ნაპოვნი არაა მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდი.
სამძებრო სამუშაოები მდინარე ნენსკრაზე საგანგებო რეჟიმში გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან მყვინთავები.
ისინი მდინარის დონის კლებას და ხილვადობის მომატებას ელოდებიან.