ქსანში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მოინახულა.
მინისტრის თქმით, ხანგრძლივი პაემნის მეშვეობით სამინისტრო ხელს უწყობს ოჯახის წევრებთან მსჯავრდებულის უშუალო ურთიერთობას და შესაბამისად - მსჯავრდებულის რეაბილიტაციას.
კანონის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს 24 საათის განმავლობაში ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით ახლო ნათესავებთან წელიწადში 2-ჯერ, ხოლო კანონში შესული ახალი ცვლილების თანახმად, წახალისების ფორმით - წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნით.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კი შეუძლიათ ისარგებლონ წელიწადში 3 ხანგრძლივი პაემნით და წელიწადში ერთხელ, დამატებით 2 ხანგრძლივი პაემნით წახალისების მიზნით.
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მშენებლობებზე ამ ეტაპზე ასობით მოქალაქეა დასაქმებული.