აშშ-ს ხელმძღვანელობით NATO-ს ძალებმა დღეს კუნარის პროვინციაში საჰაერო იერიშის შედეგად ავღანეთში ალ-ქაიდას მეორე უმაღლესი ლიდერი გაანადგურეს.
ალიანსის განცხადებით, საჰრ ალ-ტაიფი, აგრეთვე ცნობილი როგორც მუშტაქი და ნასიმი, ავღანეთში უცხოელი მებრძოლების მეთაური იყო და პასუხისმგებელი იყო ავღანეთის სამთავრობო ჯარებზე და NATO-ს ალიანსზე თავდასხმებისათვის. ის ავღანეთსა და პაკისტანს შორის ხშირად მოგზაურობდა, ალ-ქაიდას ლიდერისგან ბრძანებებს იღებდა და საბრძოლო იარაღი, ტყვია-წამალი და მებრძოლები გადმოყავდა.
NATO-ს საჰაერო იერიშის დროს ალ-ტაიფის და ალ-ქაიდას სხვა მებრძოლების განადგურებას მსხვერპლი სამოქალაქო მაცხოვრებლებში არ მოჰყოლია.