საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ცენტრში ახალი ხუთვარსვარსკვლავიანი სასტუმრო President Plaza გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო მეუღლესთან, სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად დაათვალიერა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი საქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.
ახალი 35-ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც რამდენიმე ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერია, სტუმრების მიღებას დღეიდან შეძლებს. President Plaza ადგილობრივი კერძო ინვესტიციით აშენდა და მის მშენებლობაში 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. სასტუმროში ამჟამად 60 ადამიანია დასაქმებული