გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დროისთვის 60-მა თანამშრომელმა დატოვა. გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, პროტესტს კიდევ უფრო მეტი იზიარებს, რომლებიც ამ დროისთვის რეგიონებში იმყოფებიან და და მათ განცხადებას ხელმოწერით თბილისში დაბრუნების შემდეგ შეუერთდებიან.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში სულ 170-მდე თანამშრომელი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".