მესტიაში ტრაგედია მოხდა - ჭუბერი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "ნივის" ტიპის ავტომობილი გზიდან მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იჯდა, მათ შორის მეცხრე კლასელი ბავშვი.
ისინი სოფელ იფარიდან სახალხო დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ. ორი გადარჩენილი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ავტომობილს საჭე დაუზიანდა და მოსახვევში მდინარე ნესკრაში გადავარდა.
ამ წუთებში მაშველები ორ მამაკაცს და 14 წლის გოგონას ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.