რუსეთში მოკლულ მამუკა კახიშვილს სამშობლოში რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ 7-9 ივნისს გადმოასვენებენ. ოჯახს სურს ახალგაზრდა ხაშურში დაკრძალოს, საიდანაც კახიშვილები არიან და სადაც თავად მამუკა გაიზარდა. ამასთან ერთად ოჯახი საცხოვრებლად ხაშურში გადმოსვლას აპირებს.
ახლა ოჯახის წევრები, გარდმოსვენებისათვის საჭირო თანხების მოძიებას ცდილობენ. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მათ ცხედრის თვითმფრინავით გადმოსასვენებლად საკმარისი ტანხა არ გააჩნიათ.
მამუკა კახიშვილი 2011 წლის მარტში რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე წამებით, რუსმა სამართალდამცავებმა მოკლეს.
გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და ცხედარს ამ ეტაპზე მესამე ექსპერტიზა უტარდება. სარატოვში ჩატარებული მეორე ექსპერტიზის პასუხით კი მამუკა კახიშვილი გაგუდულია.