დუშეთის რაიონში მოზარდი დაჭრეს. ინციდენტი ჟინვალში მოხდა. დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
ახალგაზრდები, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა, ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. სავარაუდოდ, მოზარდებს შორის შელაპარაკების მიზეზი გოგონა გახდა, თუმცა ამ ვერსიას არ იზიარებს დაშავებულის ოჯახი.
სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს კრიმინალური გარჩევის ერთ ერთი მთავარი მონაწილე, თუმცა მისი ვინაობა, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, არ სახელდება.