საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის იანვრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი აღარ შედგება.
ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, თუმცა აღნიშნულის მიზეზს არ ასახელებს.
თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიათა შორისი საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, არქიეპისკოპოსი ილარიონი უნდა ჩამოსულიყო, რის თაობაზეც იანვრის დასაწყისში პირადად მან განაცხადა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავდა, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ის ღვთისმსახურებაში, თბილისში, ილია მეორესთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას.