დღეს, 15:30 საათზე, ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურალ სრიალში ელენე გედევანიშვილი თავისუფალი პროგრამაში გამოვა და ჟორჟ ბიზეს "კარმენის" მიხედვით დადგმულ კომპოზიციას წარმოადგენს.
ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.მოკლე პროგრამაში ქართველმა სპორტსმენმა ჯონ დავენპორტის "ციებცხელებაზე" შეასრულა და ფინალში, სადაც ოცი სპორტსმენი იასპარეზებს 60.82 ქულით გავიდა.
გედევანიშვილის გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი სანდრა რულოვსი და კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი ნიკა რურუაც ესწრებოდნენ
მოკლე პროგრემის შესრულების შემდეგ პირველი ათეული სე გამოიყურება:
1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 65.80 ქულა
2. კიირა კორპი (ფინეთი) 64.26
3. ლაურა ლეპისტო (ფინეთი) 62.96
4. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 60.82
5. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 58.26
6. იულია სებესტიენი (უნგრეთი) 57.44
7. ვალენტინა მარჩეი (იტალია) 55.34
8. სარა მაიერი (შვეიცარია) 54.86
9. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 54.06
10. ტუგბა კარადემირი (თურქეთი) 53.88