საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულ 66 მსჯავრდებულს შორის "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეცაა
ანზორ ქოქოლაძე სასჯელს თაღლითობის ბრალდებით იხდიდა.
2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ამჟამად სასამართლო ქოქოლაძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს განიხილავდა.
აღნიშნულ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება მას 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.