ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა დღევანდელ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სამების საკათედრო ტაძარში 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ბურჯანაძემ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მიესალმება ყველა პარტიას, რომელიც სახალხო წარმომადგენლობითი კრების გვერდით დგას.
"პოლიტიკურ შეფასებებს დღეს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მივესალმები ყველა პარტიას, რომელიც სახალხო წარმომადგენლობითი კრების გვერდით დგას. ყველას ვუხდით მადლობას, ვინც აქ სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე არის მტკივნეული. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება თავისუფლებისთვის მებრძოლ უიარაღო ხალხს დაუპურისპირდა", - აღნიშნა ბურჯანაძე
შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც "სახალხო კრების ინიციატივით 2011 წლის 26 მაისს გარდაცვილთა პანშვიდი და დაშავებულთა და დაპატიმრებულთათვის პარაკლისი მინდინარეობდა "ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. ივანიშვილი ტაძარში ყოფ საზოგადოებას მიესალმა და "დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ხელი ჩამოართვა. აღნიშნულს ტაძარში მყოფი საზოგადოების ტაში მოჰყვა.