დარწმუნებული ვართ, რომ ბრძოლა საქართველოს ღირსებისა და ერთიანობისათვის წარმატებით დასრულდება, - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სამებაში 26 მაისს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ყველა დანარჩენ კითხვაზე, მივა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე 27 მაისს, ამაზე კომენატრები ორშაბათს გაკეთდება.
"ყველა დანარჩენ საკითხზე კომენტარი ორშაბათს გაკეთდება". - აღნიშნა ბურჯანაძემ.
სამების საკათედრო ტაძარში 26 მაისს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "ქდმ"-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.