რუსეთში რეფორმების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე პატარა ქვეყანა საქართველოში, მიჩნევს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
"ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართვეელოში 10 ათას ადამიანს შეუძლია შექმნას უფრო დიდი საზოგადოებრივი აზრი, ვიდრე 200 ათასს რუსეთში და ქვეეყანა, რაც უფრო პატრაა, მით უფრო მეტი გავლენა აქვთ ვითარებაზე ინტერესთა ჯგუფებს.
"როდესაც ჩვენ დავიწყეთ რეფორმები საქართველოში სახელმწიფო სისტემა იყო ათჯერ უფრო სუსტი ვიდრე რუსეთში. რუსეთი, როგორც სახელმწიფო უფრო ძლიერი იყო 2005 წელს. სახელმწიფო სისტემმები თქვენტან უფრო მართვადია, რუსეთში ხომ სახელმწიიფოებრიობა მე-12 საუკუნიდან არსებობს. მეეორე მხრივ, რუსეთის საშუალო მოქალაქე უფრო კანონმორჩილია ვიდრე ქართველი. ცენტრი უფრო განათლებულია ვიდრე პერიფერია, ეს კანონია. ამიტომაც ჩვენ არ გვინდა ვიყოთ პერიფერია, ჩვენ გვინდა ვიყოთ ცენტრი", - აცხადებს მერაბიშვილი.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ყველა რეფორმა რომელიც რუსეთში გატარდა წარმატებული იყო.
"პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს რეფორმები. თუ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებთაც სურდათ რაიმეს გაკეთება, მათ იცოდნენ როგორ უნდა გაეკეთებინათ და ისინი მიზანს აღწევდნენ. იმიტომ რომ რუსეთში სახელმწიფოებრიობის აღქმა უფრო დიდია ვიდრე სქართველოში. ჩვენ ახლა გვინდა შევქმნათ სახელმწიფოებრიობა, რომ ქართველები მიეჩვიონ, რომ ეს სახელმწიფო მათია, საკუთარია", - აღნიშნავს მერებიშვილი ინტერვიუში და დასძენს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის ელიტამ უნდა მოინდომოს შეცვლა.