რუსეთის ექს-პრეზიდენტი და ამჟამად პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მმართველი პარტიის - "ედინაია რასიას" თავმჯდომარე გახდა. მედვედევი პარტიაში 2012 წლის 22 მაისს გაწევრიანდა.
პარტიის ყრილობამ მედვედევი თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.
მის თავმჯდომარეობას მხარი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტუინმა დაუჭირა, რომელიც პარტიას 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.