დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტაძრების, მონასტრების, რეზიდენციებისა და სხვა საეკლესიო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.
ინიციატივა დედაქალაქის მერიამ თბილისის საკრებულოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე კი საკრებულომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
დედაქალაქის თვითმმართველობის წევრებმა სხდომაზე, გარდა აღნიშნული თემისა, კიდევ 10 საკითხი განიხილეს, მათ შორის ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იაფი სესხების გაცემის წინადადება.
პროექტის ფარგლებში სესხის აღების სურვილის შემთხვევაში, ფინანსურ კომპანიებთან კერძო მეწარმეებს თავდებობას დედაქალაქის საკრებული და მუნიციპალიტეტი გაუწევენ.