კონსერვატიული პარტია "გივი თარგამაძის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების კანონიერ ქურდებთნ თანამშრომლობის ფაქტთან დაკავშირებით" გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
"რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, თარგამაძე დონეცკში მოლაპარაკებას აწარმოებდა "კანონიერ ქურდებთან" _ გია ხმელიძესთან და ლაშა შუშანაშვილთან. ვარაუდები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად თანამშრომლობს კანონიერ ქურდებთან. მთელი ის საუბრები, თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, არის მხოლოდ შირმა. რეალურად ხელისუფლება გეგმავს არა კანონიერი ქურდების, როგორც ინსტიტუტის, აღმოფხვრას, არამედ ამ ინსტიტუტის დაქვემდებარებას მმართველი პარტიის ინტერესებისთვის", - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, კონსერვატიული პარტია მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალუარად დაიწყოს გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით, "თუ რა კონტაქტებში იმყოფებიან გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა უკრაინაში მცხოვრებ ქართველი ეროვნების კანონიერ ქურდებთან".