საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თელავის საფეხბურთო სკოლას უახლესი, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.
`ფეხბურთი ისე ვერ განვითარდება, თუ სკოლები შესაბამისი ინვენტარით არ იქნება აღჭურვილი. ასეთი ინვანტარი 10 სკოლას გადაეცემა~, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზვიად სიჭინავამ.
სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, ფიშკები, საფეხბურთო კიბეები, მედიცინ - ბოლები, მოედნის დასახაზი აპარატები, საფეხბურთო კარებები და ბურთები შედის.
25 წლიანი ისტორიის მქონე თელავის საფეხბურთო სკოლას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ინვენტარი მხოლოდ 2002 წელს გადაეცა.
და აღნიშნულ პროცესში საკუთარი გამოცდილება ქართულ მხარეს გაუზიაროს.