ეიუპის რაიონში, პატარა ქოხში მცოვრები საქართველოს 4 მოქალაქე დაბადების დღეს აღნიშნავდა. თურქული მედიის ცნობით, ისინი ალკოჰოლით მოიწამლნენ და მათგან 2 გარდაიცვალა.
დაზუსტებული ინფორმაციით, გუშინ ღამე ძველი ედირნეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ქოხში მცხოვრები 4 საქართველოს მოქალაქე დაბადების დღის აღნიშვნისას ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მობილური ტელეფონით მეგობარს - ილჰან სარის დაუკავშირდა. ადგილზე მისულ ილჰან სარის ოთხივე მეგობარი უგონოდ დახვდა და მან სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამართალდამცავები გამოიძახა. ადგილზე მისულმა ექიმებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ორი ადამიანის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს, ხოლო დარჩენილი უგონო მეგობრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შემდგომში გაირკვა, ილჰან სარიმ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ქოხი 15 დღის წინ დაუქირავა. მეგობრების დაკარგვით დამწუხრებულმა სარიმ განაცხადა: „მე ტექსტილის ბიზნესი მაქვს. მეგობრებს ჩემთან დღიურ ანაზღაურებაზე ვამუშავებდი, როდესაც მითხრეს რომ დასარჩენი ადგილი არ აქვთ - მათ ეს ქოხი ვუქირავე. დღეს დამირეკეს და სასწრაფოდ მოსვლა მთხოვეს. ადგილზე რომ მოვედი უგონოდ დამხვდნენ, დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ალკოჰოლოლით მოიწამლნენ. მე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე.
სამართადამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს"