მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავცელებს.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
რომან დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს მან უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებდა დააკავეს და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
რომან დუმბაძე მოსკოვში ამ დილით რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე უცნობმა პირებმა მოკლეს, რომლებიც მოტოციკლეტით მიიმალნენ.