საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ, ბრალდებულ სერგო ლევანის ძე ვეშაპიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს უკრაინის მოქალაქე სერგო ლევანის ძე ვეშაპიძე, რომელიც 2012 წლის 16 მაისს, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდა.