კახეთის და მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც გუშინ თიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს.
„პროკურატურაში განცხადებას დღეს შევიტან. ამასთან, საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოვითხოვე სხვადასხვა მასალები. დღესვე განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გავუგზავნი. ეს არ არის ჩემზე ზეწოლის პირველი შემთხვევა და არ ვაპირებ, რომ ამ საქმეზეც მოვითმინო გამოძიების უსასრულოდ გაგრძელება", - აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.