ანაპის პოლიციის განყოფილებაში ე.წ. კანონიერი ქურდი 37 წლის მერალი მუსოიანი გარდაიცვალა. კრიმინალურ წრეებში მუსოიანი "ომარ"-ის ზედმეტისახელით იყო ცნობილი. წინასწარი ნახევრადოფიციალური ვერსიით, კრიმინალური ავტორიტეტის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა გარდაცვლილის ნათესავები "ომარის" სიკვდილში მის ნათესავებს ადანაშაულებენ.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ომარი სასტუმროში ცხოვრობდა, როგორც ამბობენ იგი ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ასევე მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა იგი სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდს დაკავებისას წინაღმდეგობა არ გაუწევია "კობრას" სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრებმა მასა მისი დაცვის ერთი წევრის მიმართ ზაა გამოიყენეს.
ომარისათვის "მასკი-შოუ" გულმკერდის ფიცრის გატეხვითა და ოთხი ნეკნის დანგრევით დასრულდა. მისი დაცვის წევრისთვის კი რეანიმაციით, სადაც ის ამჟამადაც იმყოფება.
დაკავებისას მუსოიანი ცუდად გახდა, სამართალდამცავებმა იფიქრეს, რომ ის სიმულანტობდა და საავადმყოფოს ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს სადაც იგი გარდაცვალა.
ომარს ანაპის სასაფლაოზე, უფროსი ძმის, ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის კემალის გვერდით დაკრძალავენ.