თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"სუბაროს" ტიპის ავტომანქანა, რომელსაც მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავადა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გზას ავტომაქნაების სავალ ნაწილზე კვეთდა.
დაზარალებული, რომელსაც თავის ქალის და სხეულის დაზიანებები აღენიშნება სასწრაფო დახმარებამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.