დღეს, 21 მაისს, ,,ტიფლისი ჰამქარი" ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილისა" და მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
,,ირაო მაგნატ გუდიაშვილისა" და მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, რათა, აუცილებლად, დაისაჯონ ისინი ვინც გუშინ ეს ჩაიდინა, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ქალაქის ღირსების საკითხიხი. თბილისის მერიამ, რომელმაც ვიღაც ტყიურებს, ტყიდან გამოვარდნილებს გადასცსა ეს შენობა, რომლებსაც არაფრის ფასი არ იციან დალეწეს და დაანგრიეს ეს შენობა. ეს ყველაფერი ნაჯახებით და უროებით არის ჩამონგრეული და რაც მთავარია ამისთვის არანაირი ნებართვა არ გააჩნიათ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,ტიფლისი ჰამქარის" თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე აქციები მანმადე არ შეწყდება სანამ შენობის ნგრევის პროცესი არ შეჩერდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან.
,,აქ არ შეწყდება აქციები, მანამადე სანამ არ შეწყდება ეს პროცესი და არ დაისჯებიან დამნაშავეები", _ განაცხადა ელისაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შენობა ისტორიული მნიშვნელობისაა.
,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა თბილისში, რომელსაც აქვს უზარმაზარი ისტორია. ლერმონტოვი აქ ცხოვრობდა და ამ ქუჩასაც იმიტომ ჰქვია ლერმონტოვის ქუჩა. ბოლოს აქ იყო ლიტერატურის მუზეუმი", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ალექსანდრე ელისაშვილმა.