სამი დღის ძებნის შემდეგ ხარაგაულის რაიონის სოფელ მახანში მცხოვრები 50 წლის მერაბ არევაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოკლული იპოვეს. იგი ეროვნულ პარკში რეინჯერად მუშაობდა.
რეინჯერი რამდენიმე დღის წინ ბრაკონიერი მონადირეების კვალს დაადგა და შემდეგ სწორედ მათი მსხვერპლი გახდა.
როგორც მოკლულის ნათესავები აცხადებენ, მერაბ არევაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქვს მოტეხილობები, დაჟეჟილობები და თავში ნაჯახით მიყენებული ჭრილობა. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პიროვნება უკვე დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.