სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება ქალაქ დეიზ ეზ-ზორში მოხდა, იმ ქუჩაზე სადაც სამხედრო დაზვერვი შტაბი და სამხედრო ჰოსპიტალია განთავსებული. დაიღუპა 7 ადამიანი და დაიჭრა 100-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილში დაახლობით 500 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. შემთხვევის ადგილზე გაეროს სამხედრო დამკვირვებლები უკვე იმყოფებიან.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, სირიაში, გასული წლის მარტიდან ანტისამთავრობო აქციების დაწყების შემდეგ 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.