არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' 17 მაისს, ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვს.
ორგანიზაცია მიესალმება სახალხო დამცველისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას აღნიშნულ საკითხზე რეაგირების შესახებ. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' მოუწოდებს სათანადო სახელმწიფო უწყებებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ მომხდარი ფაქტი და აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰომოფობია ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. თანასწორუფლებიანობის ცნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სწორედ ამიტომ, თანასწორუფლებიანობის დარღვევა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტზე, რაც შემდგომში ხდება მათი მარგინალიზაციის მიზეზი.
თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების იღწვის იმისათვის, რომ ადამიანების თანასწორობა უზრუნელყოფილი იქნას მაღალ დონეზე. თუმცა, საქართველოში არსებული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით მძიმეა. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის ცნებას.
ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აკრძალულია და არღვევს დემოკრატიული საზოგადოების ძირითად პრინციპებს.