ვაშინგტონის ჰუდსონის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვაიცი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს საკითხის განხილვას სტატიას უძღვნის.
"აშშ-ის დიპლომატიის მთავარი ამოცანა ნატოს მოსალოდნელ სამიტზე იქნება, დაარწმუნოს ყველა, რომ ნატოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების არქონა შეხვედრების ძირითადი ლაიტმოტივი არ იქნება. 1989 წლიდან ჩატარდა მხოლოდ სამი ყოველწლიური სამიტი, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების შესახებ, თუმცა "ღია კარის პოლიტიკა" ყოველთვის იყო ლაიტმოტივი ახალი წევრების მიმართ. როგორი იქნება ამ კონტექსტში ჩიკაგოს სამიტი?" _ წერს ავტორი და განსახილველ საკითხად მაგალითისთვის საქართველო მოჰყავს.
"ავიღოთ საქართველოს მაგალითი. შემაჯამებელ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ აღნიშნული იქნება ის მიღწევები, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს მიღწეული ორგანიზაციის წევრობისთვის, ასევე ხელახლა იქნება დადასტურებული ბუქარესტში გამართული სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გახდება ნატოს წევრი. სამიტმა ასევე უნდა განუმარტოს თბილისს მომავალი ნაბიჯები ნატოს ინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ზომები, რომლებიც ამას ხელს შეუწყობს", _ აცხადებს ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ალიანსის წევრობის თავის განაცხადს ამყარებს იმ გამოკითხვებით, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს.
"საქართველო ზეწოლას არ ახორციელებს იმაზე, რომ იგი წევრად მიღებული უახლოეს პერსპექტივაში უნდა იყოს. იგი მხარს უჭერს იმპულსს "წევრობაზე საბოლოო ჯამში" და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს. საქართველო ცდილობს მიაღწიოს ტექნიკურ შეთავსებას ნატოსთან და ერთდროულად ცდილობს წესრიგში მოიყვანოს თადაცვითი ტაქტიკა, აღჭურვილობა და მოქმედების წესრიგი. ავღანეთში, რომელიც ყველაფრიდან გამომდინარე, ჩიკაგოს სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება, საქართველოს ჯარი ნატოს ჯარების მხარდამხარ იბრძვის და დანაკარგსაც განიცდის, მაშინ, როდესაც საერთაშორისო კოალიციის წევრებს ავღანეთიდან თავიანთი ჯარები გამოჰყავთ, საქართველო ავღანეთში დამატებით კონტიგენტს გზავნის", _ წერს ვაიცი და აღნიშნავს, რომ სამიტზე საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თავის მხრივ კი, ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავს ერთგულებას გაეროსა და ეუთოს პრინციპებისადმი, რომელთა მიხედვითაც, დაუშვებელია ნაციონალური საზღვრების ცვლილება ძალით, თავდაცვის უფლება და თითეული ქვეყნის მიერ თავად გადაწყვეტა, თუ რომელ ალიანსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან სურს მას ყოფნა.
"მართალია, აშშ-ს არ სურს კონფლიქტში შესვლა თავის მოკავშირეებთან ევროპასა და რუსეთში, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები იძულებულნი არიან, მოახდინონ ზეწოლა თავის ევროპელ პარტნიორებზე, რათა ისინი მეტი ყურადღებით მოეკიდონ საქართველოს პოზიციას, მათ ასევე დაადგინეს ზოგი მექანიზმი და მოახდინეს ნატოს იარაღის გაყიდვების კორექტირება რუსეთისთვის, რომელიც, შესაძლოა, საქართველოსა და ნატოს სხვა პარტნიორების მიმართ იქნეს გამოყენებული.
საქართველოს მიღწევები კონგრესმაც აღიარა. პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი ეთნიკური დიასპორა აშშ-ში არ ჰყავს, საქართველო მნიშვნელოვნად გავლენიანია გახდა. ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გამოვლენილია თბილისისადმი დახმარებაში აშშ-ის მხრიდან და ეს მაშინ, როდესაც უცხოეთის დახმარებისთვის განკუთვნილი დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შეკვეცილია", _ წერს ავტორი და არც მსოფლიო ბანკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ საქართველოსადმი გამოვლენილი შეფასებების აღნიშვნა ავიწყდება.
"მსოფლიოს ბანკი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ანტიკორუფციულ მაჩვენებლებს და მის სტაბილურ ეკონომიკურ შედეგებს. აშშ-ში როგორც ადმინისტრაცია, ისევე კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მიაღწიონ იმას, რომ მოსალოდნელი არჩევნები საქართველოში იყოს სამართლიანი და თავისუფალი და ხელი შეუწყონ საქართველოს მომავალ პროგრესს. ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილის თანასწორუფლებიანი მისაწვდომობა მედიაზე და სხვა ელექტრონულ რესურსზე.
ვაშინგტონსა და ნატოში საქართველოს მხარდაჭრის საფუძველი არის მისი ერთგულება ლიბერალურ დემოკრატიულ ფასეულბებთან, რომლებსაც ალიანსის ყველა წევრი იზიარებს. აშშ-ის მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს თბილისს მომავალი დემოკრატიული რეფორმების გატარებაში როგორც მნიშვნელოვანი ელემენტისა უსაფრთხოებისა და ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ამის დასტურისა იქნება იმის დადასტურება, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღია რჩება", _ წერს სტატიის ბოლოს ვაიცი.