შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურაზ კენჭაძისა და იოსებ მანჯავიძის დაკავებს შესახებ განცხადება გაავრცელა.
"ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნენ თემურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე. აღნუშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რის საფუძველზეც თემურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით", - ნათქვამია განცხადებაში.
თემურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე კინოს სახლის შესასვლელთან დღეს დააკავეს. მას ბრალი ედებოდა წვრილმან ხულიგნობაში. საქმე ეხება გუშინ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობისას მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.