არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" მიერ გაკეთებულ განცხადებას ქსნის საპრობილეში პატიმარზე განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია და მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.
წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან მყისიერი რეაგირება მოახდინონ, აწარმოონ მიუკერძობელი, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავე პირები.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს სათანადო სახელმწიფო უწყებებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ ქსნის # 15 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი და აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება