გამამტყუნებელი განაჩენების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია,- ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს.
"მიუხედავად მართლმსაჯულების სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა წინსვლისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ დაუძლეველი რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროკურორს ძლიერი პოზიცია უკავია, ხოლო სასამართლოს აკლია დამოუკიდებლობა.
ამაზე მეტყველებს გამამტყუნებელი განაჩენების ძალიან მაღალი მაჩვენებელი (98%), თუმცა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა. გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლისა და მკაცრი სასჯელების შედეგად გახშირდა საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელი ( საქმეთა 87.5%-ის შემთხვევაში), ხოლო შეთანხმების შედეგად შემოსული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება", - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებს, რომელიც ძალაში 2011 წლის ნოემბერში შევიდა, რადგან მათი ინფორმაციით, ეს აძლიერებს საპროცესო შეთანხმების პროცედურაზე სამართლებრივ კონტროლს და საგანგებოდ სთხოვს მოსამართლეებს, შეაფასონ პროკურატურასა და მოპასუხე მხარეს შორის დადებული შეთანხმების არამარტო კანონიერება, არამედ სამართლიანობაც.
"საგრძნობი წინსვლა აღინიშნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, ასევე სისხლის სამართლის სფეროში უფრო ლიბერალური მიდგომის დამკვიდრებაში", - ნათქვამია ანგარიშში.