რამდენიმე წუთის წინ "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი, სოსო მანჯავიძე დააკავეს
კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოძრაობის წევრების ინფორმაციით, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა.
რეალურად რა გახდა მანჯავიძის დაკავების მიზეზი და სად გადაიყვანეს იგი ამ დროისთვის უცნობია.