საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ არაბულ მედიასაშუალებებს პრობლემები შეუქმნა. მისი გვარი არაბული ტრანსკრიპციით ისევე იწერება, როგორც საჯაროდ არასასურველად წარმოსათქმელი სიტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
"პრემიერის გვარი ფრანგულად იწერება როგორც Ayrault. ხოლო თუ მას არაბულად დაწერ ნიშნავს - "მის ასოს", - წერს გამოცემა.
ამის გამო არაბ ჟურნალისტებს გვარის ოდნავ მაინც მისადაგებისთვის, მოუწიათ გამოსავლის ძებნა, რათა უხერხულობა არ შეექმნათ ახალი პრემიერის საზოგადოებისთვის "გაცნობის" დროს.
რადიკალური გადაწყვეტიილება გახდა საერთოდ მის გვარზე უარის თქმა და მას მხოლოდ ჟან-მარკად მოიხსენიებენ. სხვებმა გადაწყვიტეს ცოტათი დაემახინჯებინათ პრემიერის გვარი ეირო აიროდ, აროდ ან აიგროდ გადააკეთეს.