ჟენევაში სამმხრივ ფორმატში - უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„...ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში - უკრაინა, აშშ, რუსეთი.
„მადლობა ამერიკულ მხარეს მათი ჩართულობისა და მოლაპარაკებების პროცესში თანმიმდევრული მუშაობისთვის. მადლიერები ვართ შვეიცარიის შეხვედრების ორგანიზებისა და პირობების უზრუნველყოფისთვის,“ - წერს უმეროვი.
უმეროვის თქმით, უკრაინის დელეგაციას აქვს სამუშაო ჩარჩო და მკაფიო მანდატი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ არის შეთანხმებული. დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია.
„ვმუშაობთ კონსტრუქციულად, ფოკუსირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ იმ გადაწყვეტილებების პროგრესი, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - განაცხადა ი,ეროვმა.