შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) და ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა ქ.თბილისში, საქართველოს მოქალაქე ბესიკ თამაზის ძე ბურჯიაშვილი დააკავეს.
აღნიშნული პირი 2012 წლიდან იძებნება ახალქალაქის რაიონის პოლიციის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.