შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს უკრაინის მოქალაქე სერგო ლევანის ძე ვეშაპიძე, რომელიც 2012 წლის 16 მაისს, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით.