სამართალდამცველები მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს ეძებენ. მე-11 კლასის მოსწავლემ თანასკოლელს დანით 9 ჭრილობა მიაყენა და ადგილზე მოკლა. ორივე ბაღდათის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მათი მტკიცებით, მოზარდებს ერთმანეთთან კონფლიქტი სკოლაში მოუვიდათ, თუმცა მალევე შერიგდნენ. დღის ბოლოს კი ეჭვმიტანილმა გარდაცვლის სახლში მიაკითხა და გარეთ გამოიყვანა.
სასიკვდილო ჭრილობები არასრუწლოვანმა თანატოლს იქვე, საკუთარ სახლთან ახლოს მიაყენა.
18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვლა. სკოლის დირექტორის განცხადებით, დირექციამ კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, ბრალდებული მათ სასწავლო დაწესებულებაში ერთი წლის წინ გადავიდა და უთანხმოება თანატოლებთან ხშირად ჰქონდა.
ეჭვმიტანილის ვინაობა პოლიციისთვის უკვე ცნობილია, ის ამ დროისთვის მიმალვაშია.