50 წლამდე მამაკაცმა, სახელმწიფო უწყებებში არსებული უყურადღებობა, პარლამენტის შენობაში საკუთრი დოკუმენტების დაწვით გააპროტესტა.
მოქალაქე გიორგი ჩიხლაძე, პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში დოკუმენტების სქელი დასტით შევიდა, არავის გასაუბრებია, დოკუმენტებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თუმცა ხანძარი პარლამეტის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩააქრეს.
ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მამაკაცი დააკავეს.
დაკავებისას ჩიხლაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და განაცხადა, რომ ასე გამოხატა პროტესტი იმ უყურადღებობის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფო უწყებებშია.
პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა უზნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩიხლაძემ პარლამენტს ოპერაციის დაფინანსების თხოვნით დეკემბერში მიმართა და ეს განცხადება რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა.
უზნაძის თქმით, დღეს გიორგი ჩიხლაძე ყოველდვარი განმარტების გარეშე შევიდა მოქალაქეთა მისაღებში, საკუთარ დოკუმენტებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.