22 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე თელავის საფეხბურთო სკოლას ეწვევიან. სფფ-ის ხელმძღვანელობა თელავის საფეხბურთო სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს გადასცემს.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები", "საფეხბურთო კიბეები", "მედიცინ-ბოლები", მოედნის დასახაზი აპარატები, "მოძრავი კედლები" და ბურთები შედის.
თელავის საფეხბურთო სკოლას 25-წლიანი ისტორია აქვს; მასში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა ასაკი 7 წლიდან 18 წლამდე მერყეობს.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სკოლამ მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს, Fუნ Fოოტბალლ-ის პროგრამის ეგიდით მიიღო საფეხბურთო ინვენტარის მცირე ნაწილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო ინვენტარი უპრეცენდენტო დახმარებაა თელავის საფეხბურთო სკოლისთვის.
თელავის საფეხბურთო სკოლას სფფ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად რაიონული მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და კახეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტომაშვილიც ეწვევიან.