სამართალდამცავებმა სუიციდის მცდელობა აღკვეთეს ნუცუბიძის # 26-ში, სადაც 17:00 საათზე ნანა თოფურია თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა თოფურია თვითმკვლელობის მცდელობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს.
"სამართალდამცავებიც აქ არიან და ვნახოთ, რა მოხდება. არ მოსულა არც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი. მხოლოდ ტელევიზიები მოვიდნენ", _ განცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" თოფურიამ და აღნიშნა, რომ მას თვითმკვლელობის მეტი არაფერი დარჩენია.
"თვითმკვლელობის მეტი რა დამრჩენია ამ ცხოვრებაში", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნანა თოფურია "ჯი-ეიჩ-ენს" თავად დაუკავშირდა და თვითმკვლელობის შესახებ აცნობა. "მე, ნანა თოფურიამ, ვერ მივაღწიე ვერაფერს თაღლით გიზო გოგოძესთან, რომელმაც დამტოვა უბინაოდ. გიზო გოგოძე არის ბინათმშენებლობა ამხანაგობა "დელისი 3"-ის თავმჯდომარე. გიზო გოგოძე არც ნაქირავების ქირას არ მიხდის, მემალება თვითონ და მისი წარმომადგენელი შადიმან კორძაძე. მასხარად მიგდებენ, გამიუბედურეს ოჯახი. დამტოვეს ულუკმაპუროდ, ამიტომ მომბეზრდა ცხოვრება. ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც იმოქმედებენ სამსართალდამცავები და ალაგმავენ ამ თაღლითთა ჯგუფს. რომელმაც დამაკარგვინა ვაკეში 5-ოთახიანი ბინა. პანტიანში სამსართულიანი საკუთარი სახლი. 2 წელზე მეტი ვცხოვრობ თითქმის ქუჩაში. დღეს გადავწყვიტე, რომ ბინათმშენებლობა ამხანაგობა "დელისი 3"-ის მიერ მშენებლობაზე მივიდე ხუთი საათისთვის და იქ დავასრულო ჩემი სიცოცხლე. ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ჩემი თვითმკვლელობი გააშუქონ. მისამართი ნუცუბიძის ქუჩა # 26. ნანა თოფურია".