მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემ "SUJIN"-ის კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე დიმიტრი პრიჟეგოდსკიმ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 612 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა) მალტის დროშით მცურავი გემი "SUJIN"-ი 10 მაისს დააკავეს.