ირანში ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ორი წლის წინ ბირთვულ საკითხებზე მომუშავე-ფიზიკოსის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თეირანის უნივერსიტეტის ფიზიკოსი პროფესორი ასუდ ალი მოჰამმადი 2010 წლის იანვარში დაიღუპა, მაშინ როდესაც მის ახლოს ბომბი აფეთქდა.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული მამაკაცი - მაშიდ ჯამალ -ფაში ჯაშუში იყო, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურზე "მოსსადზე" მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები