გვიან ღამით მოსკოვში ჩისტიე პრუდიზე აკრძალული სპექტაკლის "ბერლუს-პუტინის" ფრაგმენტი დადგეს.
ამ ადგილას უკვე მეშვიდე დღეა მშვიდობიანი საპროტესტო ბანაკია განთავსებული.
სპექტაკლის სცენარი ვლადიმერ პუტინს ეძღვნება, რომელიც თავის მეგობარ სილვიო ბერლუსკონისთან ერთად ავარიაში მოყვება და რთული ოპერაციის შემდეგ მას ბერლუსკონის ნახევარ ტვინს გადაუნერგავენ.
წუხელ წარმოდგენილი იყო სპექტაკლის ის მონაკვეთი სადაც პუტინი ოპერაციის შემდეგ თავის მეუღლეს ხვდება.